ბრძოლის რა სტრატეგიას ირჩევენ "ოცნების" დასამარცხებლად? კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები მხარდამჭერებს და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ

26.11.25 21:20
ბრძოლის რა სტრატეგიას ირჩევენ "ოცნების" დასამარცხებლად? კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები მხარდამჭერებს და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ

რას აპირებს ოპოზიცია, ბრძოლის რა სტრატეგიას ირჩევს "ოცნების" დასამარცხებლად? - კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენლები მხარდამჭერებსა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გეგმა შეთანხმებული იქნება ხალხთან. გიორგი კირთაძის თქმით ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებზე, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში დასჭირდებათ. 

ერთობლივი ბრძოლა, ყველასი ერთად, არა მხოლოდ კოალიციის, არამედ ყველა აქტიური ჯგუფისა თუ ადამიანის ერთობლივი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვჭირდება - არ თანამშრომლობა, ქუჩის პროტესტი, კოორდინირებული მუშაობა, რა ბედი ეწევა პარტიას გაუქმების შემდეგ, იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის ამა თუ იმ რაიონსა და რეგიონში. 

მე დარწმუნებული ვარ, ის სულისკვეთება, რაც დღეს აქ იყო იქნება შენარჩუნებული, სანამ ივანიშვილის რეჟიმს ჩვენ ერთად არ დავასრულებთ," - თქვა გიორგი კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები