ხელსუფლება ჯორზე უკუღმაა შემჯდარი - გიორგი გუგავა პრემიერის განცხადებაზე

25.03.21 17:45
ხელსუფლება ჯორზე უკუღმაა შემჯდარი  - გიორგი გუგავა პრემიერის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრის მორიგ იერიშს ოპოზიციის მიმართ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გორგი გუგავა პასუხობს. გუგავა ამბობს, რომ ანტონის დრო ქვეყანაში დასარულებულია და ირაკლი ღარიბაშილს მალე ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს. მისი თქმით, ხელისუფლება ჯორზე ისევ უკუღმაა შემჯდარი, რაც მათთვის კარგად არ დამთავრდება. 

ანტონის დრო დასრულდება მალე და ის ნახავს, როგორ გამარგინალდება და თუ გაასწრო ქვეყნიდან ეს დღე ახლოვდება და ამის მომსწრენი მალე გავხდებით. რადგანაც კვლავ ჯორზე უკუღმა შემჯდრები არიან და კვლავ აგრძელებენ ქვეყანაში პოლარიზაციას, საზოგადოებს ერთამენთთან დაპირისპირებას, ასეთი მტრული ენით საუბარს, რა ჩიტსაც დაიჭერენ, ვნახავთ ცოტა ხანში, - ამბობს გუგავა

პრემიერი-მინისტრმა დღეს ოპოზიციაზე მორიგი იერიში მიიტანა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცისს აქციებზე მათი მხარდამჭერებიც კი არ დადიან და ხელისუფლების ოპონენტები სრულ გაუგებრობაში იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები