უკრაინამ რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიაციის ტერმინალები გამოაშკარავა - რუქაზე მონიშნულია საქართველოც

29.11.25 23:53
უკრაინამ რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიაციის ტერმინალები გამოაშკარავა - რუქაზე მონიშნულია საქართველოც

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, ტექნიკური დაზვერვისა და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით, გამოავლინეს რუსული შეიარაღებული ძალების, სპეციალური დაცული კავშირის ტერმინალების ქსელი უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე, "- ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

ინფორმაციას თან ახლავს რუკაზე მონიშნული ადგილები, სადაც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, რუსული საკომუნიკაციო ტერმინალები იყო განთავსებული. ერთ-ერთი მონიშვნა არის საქართველოზეც, თუმცა ტექსტში დაკონკრეტებული არ არის საქართველოს შესახებ ინფორმაცია. 

“დიდესი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგის გეგმებისა და განზრახვების დროულად გამოვლენას, განსაკუთრებით რუს აგრესორებთან მიმდინარე მაღალტექნოლოგიური ომის პირობებში, " -  წერს უკრაინული დაზვერვა.
 

 

მსგავსი სიახლეები