მოქმედი მოსამართლე რეპრესიული კანონების წინააღმდეგ - ვლადიმერ ხუჭუა "ოცნების" დაწერილი კანონების გაუქმებას ითხოვს

01.12.25 20:52
მოქმედი მოსამართლე რეპრესიული კანონების წინააღმდეგ - ვლადიმერ ხუჭუა "ოცნების" დაწერილი კანონების გაუქმებას ითხოვს

მოსამართლე "ქართული ოცნების" კანონების წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიმართა - საკონსტიტუციო წარდგინებით ხუჭუა "ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონების გაუქმებას ითხოვს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრეცედენტული გადაწყვტილება მიიღო და დაადგინა, რომ საარჩევნო ბიულეტენი ჟონავდა, თვლის, რომ "ოცნების" კანონები ადამიანის უფლებებს არღვევს.

პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე, წვრილმანი ხულიგნობასა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვაზე დაწესებული სასჯელები მოსამართლისთვის არაკონსტიტუციურია - დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეს ამ მუხლების დარღვევის გამო 5 ათას-ლარიანი ჯარიმა და განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა ეკისრება - მოსამართლე თვლის, რომ თუ მოქალაქეს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს და მაღალ ჯარიმას ვერ გადაიხდის, ამის გამო ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში არ უნდა გაუშვან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ასეთი სულ 4 საქმე ჰქონდა განსახილველი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეების განხილვა დროებით შეეჩერებინა. საქალაქო სასამართლოში კი მომიტინგეების წინააღმდეგ დღეში ათობით საქმე შედის - ადვოკატებს არაერთ პროცესზე მიუმართავთ მოსამართლეებისთვის, რომ ეს ნორმები გაესაჩივრებინათ, თუმცა, მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის სამართლებრივი დოკუმენტი უკვე ატვირთულია - საქმეს პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას ხელმძღვანელობით განიხილავს - "ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნორმები არ გაუქმდება.

დეტალებით ნინო ღვედაშვილი

მსგავსი სიახლეები