აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას - პრემიერი საბანაძეზე

25.03.21 18:29
აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას - პრემიერი საბანაძეზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვას მოკლე კომენტარით პასუხობს და ამბობს, რომ ელჩი ზაფხულში აპირებდა სისტემიდან წასვლას, უბრალოდ დააჩქარა.

"ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.     

 ევროკავშირში საქართველოს ელჩი და ქართული მისიის ხელმძღვანელი, ნატა საბანაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა. საბანაძემ ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს უთხრა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა".

"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო" - თქვა საბანაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები