ასეთი განცხადება არ უნდა შერჩეს და დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით - მამულაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნონა მამულაშვილის, შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის თვითმკვლელობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო უნდა დაისაჯოს. მამულაშვილის თქმით, სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა.
ის თუ მოკვდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას" და მე ვფიქრობ, რომ ეს ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის, ამას აკეთებს წინასაარჩევნოდ, რომ მობილიზება მოახდინოს თავისი ამომრჩევლის და აჩვენოს, როგორი მაგარი ადამიანია. ასეთი განცხადებები მას არ უნდა შერჩეს და ის უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, მას არ ესმის, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეზე იზრუნოს", - ამბობს ნონა მამულაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა, რომ "თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას".