ზეწოლა გახარიას პარტიის წევრზე - თავდგირიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოზიცია რადიკალურად შეცვალა

29.10.21 11:40
ზეწოლა გახარიას პარტიის წევრზე - თავდგირიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოზიცია რადიკალურად  შეცვალა

გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, სავარუდოდ, ზეწოლის გამო დატოვა. ირაკლი თავდგირიძე, რომელიც არ გამორიცხავდა ოპოზიციის კანდიდატისთვის მხარდაჭერას, მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე პოზიცია შეცვალა.

"ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე, ამბობს, რომ თავდგირიძე მათთან კონსულტაციებშიც მონაწილეობდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ შეიცვალა შეხედულებები რადიკალურად არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.  

"ლელოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციები იყო, თავდგირიძე ესწრებოდა ამ კონსულტაციებს და ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, არჩევნების წინა დღით როგორ გაუნათდა გონება და გადაწყვიტა, რომ ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.  

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ანთაძის, თქმით, თვადგირიძეზე ზეწოლა სავარაუდოდ სუს-მა მოახდინა.  

 თავდგირიძის შემთხვევაში იმუშავა სუს-მა, ხელისუფლებამ.  ყველა მეთოდით ცდილობენ, რომ შექმნან უმრავლესობა საკრებულოში, რომ გააგრძელონ იგივე, უკანონო მშენებლობები, ბათუმის დამახინჯება, ნათესავების და ოჯახის წევრების დასაქმება",  - ლევან ანთაძე.

 შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ლევან თავდგირიძემ პარტია დატოვა და ოპოზიციის მიმართ რადიკალური განცხადებები "ქართული ოცნების" ხელწერით  გააკეთა. "არა ნაცებს, არა ბოროტებას" - ასე დაასრულა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი თავდგირიძემ. 

მსგავსი სიახლეები