პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ - ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას განმარტავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადების განმარტებას ცდილობენ. ვოლსკის თქმით, ღარიბაშვილს ის არ უგულისხმია, რაც თქვა.
კანონში წერია, პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ადამიანს აქვს უფლება, განკარგოს თავის თავი, თავის სხეული, თავის მომავალი, ბედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და პრევენცია არ უნდა მოახდინოს ლეტალური შედეგის, ესე თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ თქვენ მხოლოდ ის გესმით, რაც გჭირდებათ", - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება".