გასაყიდი უნდა გაიყიდოს - გახარიას პარტიის წევრი ყოფილ თანაპარტიელზე
გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება, - ასე ეხმაურებიან გახარიას პარტიაში ირაკლი თავგირიძის გადაწყვეტილებას, დატოვოს თანამებრძოლთა რიგები.
„საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის, აკაკი გვიანიძის, თქმით, პარტია მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას.
ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ. ჩვენ პოზიციებს არ ვიცვლით და ვაპირებთ ბრძოლას ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას, ეს არის გამორიცხული, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა, ორივე სწორედ იმ მეთოდებით შეინარჩუნოს და მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. მათი მიზანი არის ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ჩვენ კი ჩვენმა ამომრჩევლებმა დაგვავლეს, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენ ვრჩებით ჩვენი იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება“, - თქვა აკაკი გვიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თავდგირიძემ პარტია "საქართველოსთვის" დღეს დატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. "არა ნაცებს, არა ბოროტებას" - ასე დაასრულა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი თავდგირიძემ.