ე.წ. პრემიერის მაქსიმის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს - ლევან ბერძენიშვილი

29.10.21 17:56
ე.წ. პრემიერის მაქსიმის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს - ლევან ბერძენიშვილი

,,რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი და ამჟამად ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა. ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ ვინც მხარს მმართველ პარტიას დაუჭერს, მკვლელობის თანამონაწილე გახდება.

ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია. ამის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს. აბა, თქვენ იცით, გიყვარდეთ თქვენი ბრძენი მამა და მისი ერთგული მოციქული. “არა კაც კლა” არა ისა… დაიჭირე, მოკალი, შეჭამე! - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

"თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" - ასე უპასუხა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის შიმშილობის შესახებ დასმულ კითხვას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები