სრული სისულელე - დავით ზალკალიანი ქართველი დესპანის ხმაურიან განცხადებაზე

26.03.21 10:54
სრული სისულელე - დავით ზალკალიანი ქართველი დესპანის ხმაურიან განცხადებაზე

სრული სისულელე, - ასე აფასებ საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ყოფილი უფროსი მრჩევლის, გიორგი ფანიაშვილის განცხადებას. დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ ფანიაშვილი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და ძველი პოსტის სანაცვლოდ, მას ორ სხვა და სხვა საელჩოში მუშაობის შეთავაზება ჰქონდა. 

ის არ გათავისუფლდა, მას შეეთავაზა ორი ალტერნატიური ვარიანტი, რაზეც მან უარი თქვა, ეს არის და ეს. ორ სხვა და სხვა საელჩოში, ერთი ევროპული ქვეყანა იყო, მეორე აზიური. აბსოლუტური სისულელეა, საერთოდ, არ კი ვიცი რას წერდა ის. სრული სისულელე, - აცხადებს ზალკალიანი. 

დიპლომატმა გიორგი ფანიაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ დიპლომატიური სამსახურიდან კრიტიკული ანალიტიკური სტატიების მომზადებისა და გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს.