ოცნება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ძალისმიერი მეთოდითაც გადატეხოს - კირთაძე
ოპოზიციის საერთო კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა.
მისი თქმით, დაძაბულობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან შეინიშნება და ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ძალისმიერი მეთოდითაც გადატეხო
ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ დღეს აქტივობა იყოს მაღალი, მიმაჩნია, რომ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: დღეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და მივიდეთ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ეტყობა დაძაბულობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ძალისმიერი მეთოდითაც გადატეხოს, ჩვენ ბოლომდე ვართ მზად - დამკვირვებლები, კომისიის წევრები, წარმომადგენლები, ყურადღებით ვართ მომზადებული. ახლა მთავარი არის აქტივობა"- განაცხადა კირთაძემ.