სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, ცუდად გახდეს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცმების" თავმჯდომარემ ხმის მეცემის შემდეგ საუბრის ძირითადი დრო საქართველოს მესამე პრეზიდეტზე საუბარს დაუთმო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია":
რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება"- განაცხადა კობეხიძემ.