დაელოდეთ, მხოლოდ ნაწილია, დანარჩენიც გამოქვეყნდება - კობახიძე სუს-ის აუდიოფაილებზე

30.10.21 09:59
დაელოდეთ, მხოლოდ ნაწილია, დანარჩენიც გამოქვეყნდება - კობახიძე სუს-ის აუდიოფაილებზე

ირაკლი კობახიძის თქმით,  სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოფაილები "შეთქმულების ფაქტზე" გამოძიების მხოლოდ ნაწილია.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ მედიასთან დაანონსა, რომ დანარჩენი მასალებიც გამოქვეყნდება.

ეს ჩანაწერი არის მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება ამ საქმეში, დაელოდეთ, დაელოდეთ, დაელოდეთ... მოსმენა ოფიციალური ორდერის საფუძველზე მიმინარეობდა, ნაწილი უკვე გამოქვეყნდა, დანარჩენიც გამოქვეყნდება, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია", - განაცხადა მან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო.

 სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ  ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. 

მსგავსი სიახლეები