ზუგდიდში საარჩევნო უბნები ხმაურის ფონზე გაიხსნა

30.10.21 10:02
ზუგდიდში საარჩევნო უბნები ხმაურის ფონზე გაიხსნა

დილიდან დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს არჩევნების მეორე ტური სამეგრელოში - ახალსოფელში 36-ე და ზედაეწერში 72-ე უბნებზე დამკვირვებლებს რეგისტრაციის მაგიდასთან დგომის უფლებას არ აძლევდნენ.

ცაიშში, 73-ე უბანთან კი "ტვ პირველის" კამერამ გადაიღო ორი ავტომობილი, სადაც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ისხდნენ.

"ეს ჩემი სოფელია და უნდა დავდგე აქ“, - ამბობს ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი პირი. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა, მათ მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ხმაური იყო ზუგდიდის მე-2 საარჩევნო უბანზეც, სადაც დამკვირვებლებს ნებას არ აძლევენ სამაგიდო სიებს დააკვირდნენ. ენმ-ის წარმომადგენლის ნანა გოგიბერიძის ინფორმაცით, უცნობი პირი, რომელიც სავარაუდოდ, დამკვირვებელი იყო კენჭისყრის ოთახში შევიდა და მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება.

მსგავსი სიახლეები