ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან - ნაცემია დამკვირვებელი

30.10.21 10:12
ფიზიკური დაპირისპირება  ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან - ნაცემია დამკვირვებელი

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან - ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ.  სესილი ჭითანავას მტკიცებით, მათ უბნის სიახლოვეს არაუფლებამოსილი პირები შეამჩნიეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ჰქონდათ სიები და გარკვეული რაოდენობის თანხა. ვიოთარებაში გარკვევის მიზნით მისულები კი სცემეს.

მანქანაში ისხდნენ ქალები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, მივედით ვკითხეთ თუ ვინ იყვნენ. ამ დროს ოპელის მარკის ავტომობილით მოვიდა ჯონი ციმინტია, დაგვიწყო გინება და ხელი გაარტყა ბექა პაპაშვილს, რომელიც ასევე არის დამკვირვებელი“, - ამბობს ჭითანავა.

სამართალდამცავებმა ჯონი ციმინტია და ბექა პაპაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები