ქუთაისში ამომრჩევლების ფულით მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა - ხატია დეკანოიძე
დამკვირვებლების ხელშეშლის ფაქტები, კარუსელის მცდელობა, მოსყიდვა და სხვა - ქუთაისში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისში გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. დეკანოიძის თქმით, უბნებზე უკვე დაწერილია 10-მდე საჩივარი.
დილიდან ქუთაისის პრაქტიკულად ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებასთან, რაც რეალურად არის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს ვინაიდან ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობის მოწმობები პირველ ტურზე და ახლაც. ასევე ძალიან მასიური იყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგიწია ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება, მათ შორის, საჩივრების დაწერა. ამ დროისთვის აკვირდებიან რეგისტრატორებს
მე-7 საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა, ანუ მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს, ამის შემდეგ ამ ადამიანმა დატოვა უბანი, მაგრამ ეს ასევეა ის გაყალბების სქემა და მექანიზმი, რომლებსაც ადგილობრივად იყენებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და კომისიის წევრები". – ამბობს დეკანოიძე.
მისივე თქმით, ქუთაისის მე-40 უბანზე ახლოს მდგარი ავტომობილიდან მოქალაქეებისთვის ფულის დარიგების ფაქტი გამოვლინდა.