ხმა მივეცი კოალიციური მმართველობას - მამუკა ხაზარაძე

30.10.21 10:51
ხმა მივეცი კოალიციური მმართველობას - მამუკა ხაზარაძე

ხმა მივეცი კოალიციური მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებებს ქვეყანაში - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით კანონს არ დაარღვევს და ღიად  არ დაასახელებს ვის დაუჭირა მხარი. 

ხმა მივეცი კოალიციური მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებებს ქვეყანაში , ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მმართვაზე. ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომლემაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმდჯომარე ასე ღიად უგულებელყოფს ჩვენს კანონდმებლობას, მისგან განსხვავებით, მე რა თქმა უნდა, ასე არ დავასახელებ ვის მივეცი ხმა, მაგრამ მივეცი ხმა ცვლილებას, კოალიციასმ, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას, - განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები