რას მეკაჩავები, გოგო? - "ოცნების" მხარდამჭერი ე.წ. ძველი ბიჭები "ტვ პირველის" ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
გლდანში, 174-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანს, ე.წ. ძველი ბიჭები აკონტროლებენ. 87-ე უბანთან მობილიზებული ე.წ. ქუჩის ბიჭები მოქალაქეებს სკოლასთან ხვდებიან და მათ ნებას აკონტროლებენ.
მათ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:
წადი გაიარე, აფერისტი ხარ, პირში ნუ მთხრი (მიკროფონს) ჩემ უბანში ვდგევარ, არეული ხო არ ხარ, ტვინი არ გაქვს. მტყუვნის დედას შევ..ი"- მიმართვდნენ ადგილზე შეკრებილები ,,პირველების" კორესპოდენტს.