ყველა უბანზე მოვახდინეთ კოორდინირებული განთავსება დამკვირვებლების - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, თქმით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო დარღვევების გამოსავლენად სრულად მობილიზებული არიან.
ვიცით პრობლემური უბნები, სადაც ადგილი ჰქონდა ჩაყრას ბიულეტინების და მანიპულაციებს, ამიტომ ამ უბნებზე არის განსაკუთრებული ყურადღება. ყველა უბანზე მოვახდინეთ კოორდინირებული განთავსება დამკვირვებლების, კომისიის წევრები არიან ინფორმირებული იმ რისკებზე, რა თქმა უნდა, შარშანდელი გამოცდილებიდან გამოვიტანეთ გაკვეთილები. მზად ვართ,მობილიზებული ვართ იმისათვის, რომ ვამხილოთ თითოეული დარღვევა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.