ხმაური სენაკში - საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის ნების კონტროლი მიმდინარეობს
ხმაური სენაკში - N 12 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ შსს-დან ქართამის აღების გამო გათავისუფლებული პოლიციელი, ფრიდონ ადანაია, გამოჩნდა. ადანაია ადგილზე ამომრჩევლების ნების კონტროლს და ასევე ამომრჩევლების მობილიზაციას ახორციელებდა. მისი გაღიზიანება მედიის გამოჩენამ გამოიწვია.
"ჭკვიანად იყავი შენ! ვინ ხარ? მათხოვარი ხარ ვიღაცა!" - მიმართა ადანაიამ ჟურნალისტს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ირაკლი ღლონტი, ამბობს, რომ ადანაია მათ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა.
მობილიზება მოახდინეს ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. ვინმე ფრიდონ ადანაია იყო მოქალაქე, რომელიც ფიზიკურად ცდილობდა ჩვენთან პროვოკაციული გზებით დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, მას ჩვენ პასუხი ვუთხარით. ეს კაცი არის ყოფილი სამართალდამცავი, რომელიც გათავისუფლებულია სხვადასხვა კანონგარეშე ბრალდებებიდან გამომდინარე, - ამბობს ირაკლი ღლონტი.