ვისწავლოთ ერთიანობა, ამას მივეცი ხმა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა კრწანისის მესამე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ერთიანობა უნდა ვისწავლოთ":
მე მგონი, საჭიროა, რომ ჩვენც და თქვენც, ყველამ, ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პროცესში იყო, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი"- განაცხადა ზურაბიშვილმა.