საარჩევნო დარღვევები რუსთავში - უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა ნომრებით ხდება
რუსთავში, მე-3 საარჩევნო უბანზე ოპოზიციამ გაყალბების სქემა გამოავლინა. გიორგი კაპანაძის თქმით, უბანზე მისულ ამომრჩეველს ნუმერაციით აღრიცხავენ და მონაცემებს მმართველ გუნდს გადასცემენ. კაპანაძის თქმით, ასევე დაფიქსირდა უბანზე ბიულეტინის გატანის მცდელობა.
აქ ეწერა სიაში მითითებული ნომრები, სამაგიდო სიებს აქვს თავისი ნომრები და ეს ნომრები ჰქონდა მითითებული ქალბატონ ნანას, რომ შეემოწმებინა "ოცნების" წარმომადგენელს, ვინ მოვიდა და ვინ არა. ეს არის კანონდარღვევა", - თქვა გიორგი კაპანაძემ.