ხმაური რუსთავში - "ოცნების" აგიტატორმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
რუსთავში, მე-3 საარჩევნო უბანზე, ხმაურია. "ოცნების" აგიტატორმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. საარჩევნო უბანთან იდგა პოლიციაც, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციას ინციდენტის დროს სამხრე კამერა ჰქონდა გამორთული.