შეწუხებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - დეგნანი

30.10.21 11:48
შეწუხებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ისინი შეწუხებულები არიან: 

შეწუხებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს არსებულ მდგომარეობას აქ, ისევე როგორც ადამიანები ვაშინგტონში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის მიმართ არის სათანადო მოპყრობა და მიეწოდება კარგი სამედიცინო დახმარება. რადგანაც სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფოს დაინტერესება არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იყოს დაცული"- განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები