ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - ხმაური ვაშლიჯვარში

30.10.21 12:16
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - ხმაური ვაშლიჯვარში

ხმაურია ამ წუთებში თბილისში, ვაშლიჯვრის 93-ე საარჩევნო უბანთან. ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ამომრჩველთა მოსყიდვას. 

ზვიად კუპრავას მტკიცებით, მოქალაქეების მოსყიდვის ამსახველი ფაქტები ვიდეოკამერით გადაიღეს და შესაბამის სარჩელსაც დაწერენ. 

მისივე ინფორმაციით, უბანთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტომობილებით იყვნენ  მობილიზებულები და სიებთან ერთად თან ჰქონდათ ამომრჩევლებისთვის გადასაცემი თანხაც. 

ადგილზე "ტვ პირველის" გადამჭები ჯგუფების გამოჩენისთანავე ავტომობილმა ტერიტორია დატოვა. 

მსგავსი სიახლეები