მჯერა, რომ ხალხი ხმას ქვეყნის განვითარებას მისცემს და არა დესტრუქციულ ოპოზიციას - პრემიერი
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა. ღარიბაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ მოქალაქეები დღეს ხმას არა დესტრუქციულ ოპოზიციას, არამედ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცემენ.
მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება, პირველ რიგში, მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის განვითარებას და არა ქაოსს, შფოთს, დაპირისპირებას და ამ პოლარიზაციას, რომელიც მიმდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, - განაცხადა ღარიბაშვილმა.