ამინდს ვაკონტროლებ - ამომრჩევლის ნების კონტროლი და სავარაუდო მოსყიდვა მეტრომშენში
დარღვევები მეტრომშენის 40-42-ე საარჩევნო უბანთან - "ქართული ოცნების" აგიტატორები ადგილზე ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევას ცდილობენ.
"ტვ პირველმა" გადაიღო კადრები, როგორ გადასცა ერთ-ერთმა აგიტატორმა ამომრჩეველს სავარაუდოდ თანხა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე დედამიწის" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მან მოქალაქეს წამალი გადასცა, თუმცა თავდაპირველად ქალმა მისთვის წამლის გადაცემა არ დაადასტურა.
ადგილზე მობილიზებულები არიან ე.წ. ძველი ბიჭებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ "ოცნების" მხარდამჭერები არიან და "ამინდს აკონტროლებენ"
"არავის ვაკონტროლებ, მხოლოდ ამინდს"- აცხადებს მმართველი პარტიის მხარდამჭერი.