დარღვევები ხაშურში - უბნებთან "ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებული
ხაშურში საარჩევნო უბნებთან "ძველი ბიჭები" არიან მობილიზებული. მმართველი პარტიის აგიტატორები ხაშურის ყველა საარჩევნო უბანთან დგანან და ამომრჩეველს აკონტროლებენ.
"ქართული ოცნების" კოორდინატორები კანონით გათვალისწინებულ 100 მეტრიან დისტანციას არ იცავენ და უბანთან ახლოს დგანან.
12:00 საათის მონაცემებით, ხაშურსა და ქარელში ამომრჩეველთა აქტივობამ 16% შეადგინა.