ხმის მიცემა გაყალბებული დოკუმენტებით - თამარ კორძაიამ ფაქტები გაასაჯაროა

30.10.21 13:16
ხმის მიცემა გაყალბებული დოკუმენტებით  - თამარ კორძაიამ ფაქტები გაასაჯაროა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ, ხმის მიცემის გაყალბების ფაქტები გაასაჯაროვა. კორძაიამ საზოგადოებას ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა წარუდგინა, რომლითაც კონკრეტული პიროვნება საარჩევნო უბანზე ხმას რამდენჯერმე აძლევდა. 

ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. ჩვენ შეგვიძლია, წარმოგიდგინოთ ამის მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა. სახელი ემთხვევა ორივეში, ორივეში ემთხვევა დაბადების თარიღი, ორივეში ემთხვევა პირადი ნომერი, ორივე არის მოქმედი, იმიტომ, რომ ორივეს მოქმედების ვადა არის 2031 წლამდე, არ ემთხვევა გვარი და სერია პირადობის მოწმობის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ დღეს ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს. შესაბამისად, დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, - განაცხადა კორძაიამ

კორძაიამ ასევე ხმის მიცემის პროცესის სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. ოპოზიციის წარმოამდგენელმა ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. 

მსგავსი სიახლეები