თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება "ოცნებას" არ უშველის - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. ხოშტარიას თქმით, თუ თბილისში ამომრჩეველი იაქტიურებს, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, რომელსაც შეუძლია, რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, არა ვინმეს გასარიყად, პირიქით, საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, სამართლიანობისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, ეს არის ყველაზე მთავარი და ამის გარანტი არის ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას.
თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება "ქართულ ოცნებას" არ უშველის", - ამბობს ხოშტარია.