"არის საარჩევნო პროვოკაციული მიზნები "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მხრიდან - მდინარაძის განცხადება

30.10.21 13:44
"არის საარჩევნო პროვოკაციული მიზნები "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მხრიდან - მდინარაძის განცხადება

"ქართული ოცნება" მედიის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ჟურნალისტები ბულინგს და დისკრიმინაციას ეწევიან იმ პირების მიმართ, ვისაც საარჩევნო სიები უჭირავს: 

მისივე განცხადებით, 100-მეტრიანი დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ყველა პარტიის წარმომადგენელს აქვს უფლება, გასწიოს აგიტაციაც და ასევე, ჰქონდეს სიები.

მოვუწოდებ ყველა ,,ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიის ჟურნალისტს, თავი დაანებონ ადამიანების ბულინგს, იმიტომ რომ ისინი არაფერს უკანონოს, სიების ქონით და სარგებლობით, არ აკეთებენ. ყველას, ვისაც კი სია უჭირავს ხელში, აქვს ამის ლეგიტიმური უფლება. შესაბამისად, ერთადერთი, რის გამოც მათ დაბულინგებას, მათში დაბნევის შეტანას ცდილობენ, არის საარჩევნო პროვოკაციული მიზნები "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძირითად, დარღვევებად ამას იშველიებენ ეს ტელევიზიები, აქ არანაირი დარღვევა არ არსებობს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძის განცხადების მიუხედავად, კანონის თანახმად, ფოტოს შემცველი ი სიების ქონა აკრძალულია. 

მსგავსი სიახლეები