ტელევიზიის წინაშე მივეცი ფული? - ბათუმში საარჩევნო უბნებს მერიის წარმომადგენლებიც აკონტროლებენ
ბათუმში საარჩევნო უბნებს ე.წ. ძველი ბიჭების გარდა მერიის თანამშრომლებიც აკონტროლებენ. მერიის წარმომადგენელი ოლეგ არველაძე ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ურიგებს. არველაძის გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვებმა გამოწვია.
ტელევიზიის წინაშე მივეცი ფული? არ მიმიცია. ვინ გეკითხება, რატომ ვდგავარ? ვარ მერიის თანამშრომელი და სადაც მინდა , იქ გადავაადგილდები, - ამბობს არველაძე.
საარჩევნო უბნებთან ასევე, "ქართული ოცნების" აგიტატორები დგანან, რომლებიც სპეციალური სიებით ამომრჩევლებს აკონტროლებენ.