მოქალაქემ გაყალბებული პირადობებით 2 უბანზე მისცა ხმა
ერთმა მოქალაქემ 2 სხვადასხვა პირადობით 2 უბანზე მისცა ხმა. შემთხვევა ნაძალადევში მოხდა.
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, დოკუმენტების ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ერთი და იმავე ადამიანის ერთ პირადობის მოწმობაში ედუარდ მსტოიანი წერია, მეორეში კი - ედუარდ ჯიქური.
ესეც ყალბი პირადობები, ნაძალადევში აღმოაჩინეს ნაციონალების დამკვირვებლებმა. კარუსელი, კარუსელი, არ გიშველის, არ გიშველის, მაინც ვერ მიიღებ ძალით, რასაც გინდა, რასაც ელი.
იუსტიციის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. დიდი სისტემური დანაშაულია". - წერს ელენე ხოშტარია.