კრიმინალური პოლიცია საარჩევნო უბანზე - ელიაზე ხმის მიცემის პროცესი პარალიზებულია
ხმაური ელიას მთაზე, N4 საარჩევნო უბანზე - ადგილზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ სრული პანიკა გამოიწვია. უბნის თავმჯდომარე იმდენად აგრესიული გახდა, რომ ადგილზე კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. მან კამერის დაზიანებს სცადა.
პოლიცია ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით გამოჩნდა. მეტიც, დაპირიპირების გამო ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა მწყობრიდან გამოიყვანეს. ერთ-ერთი მამაკაცი "პირველების" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.