შეკრებილი იყვნენ "ძველი ბიჭები", ცდილობენ, გააჩინონ შიშის განცდა - წითლიძე საარჩევნო დარღვევებზე

30.10.21 14:00
შეკრებილი იყვნენ "ძველი ბიჭები", ცდილობენ, გააჩინონ შიშის განცდა - წითლიძე საარჩევნო დარღვევებზე

ზუგდიდში, ჭითაწყარის 76-ე უბანზე, მობილიზებული იყვნენ ძველი ბიჭები, რომლებიც ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ.

ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის, ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ჭითაწყარის "უბნის მაყურებელი". 

აქ მაჟორიტარის გადამწყვეტი არჩევნებია, მნიშვნელოვანი ოლქია. ნახეთ, რომ შეკრებილი იყვნენ ძველი ბიჭები, რომლებიც დაიფანტნენ, რაც მე მოვედი. იდგა ჭითაწყარის "მაყურებელი" ირაკლი ცანავა. სადაც მე მივდივარ უბანზე, ყველგან ოპერატიულად ამას იგებს ირაკლი ჩიქოვანი და გუგა ლაგვილავა, ცდილობენ, ადამიანებში გააჩინონ შიშის განცდა, რომ ადამიანები არ მოვიდნენ არჩევნებზე, მაგრამ პირველ ტურთან შედარებით აქტივობა არის მაღალი, ზუგდიდში და როგორიც არ უნდა იყოს ეს მეთოდები, ყველა გააკეთებს ზუგდიდში თავის არჩევანს ", - ამბობს ანი წითლიძე. 

მსგავსი სიახლეები