სუსი დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობას ართმევს - დეკანოიძე
სუს-ი აპირებს, დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას - ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, გააჟღერა:
მინდა, პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ, მათ შორის, პროკურატურაში საჩივარს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.