ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს - გიორგი მარგველაშვილი

30.10.21 14:07
ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი  ამბობს, რომ ხმა ოპოზიციური ცვლილებებს მისცა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ მივიდა. 

მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში, დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს, მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი უნდა გადაიჭრას.  მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საკითხით დაინტერესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არცეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და მე მიმაჩნია, როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხეს და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს, ამ საკითხის ამ ჭრილში დაინტერესება მართებს, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

რომ 

 

მსგავსი სიახლეები