თანხის გადაცემის ფაქტები რუსთავის საარჩევნო უბანთან - ოპოზიციას ოქმის დაწერის საშუალებას არ აძლევენ

30.10.21 14:49
თანხის გადაცემის ფაქტები რუსთავის საარჩევნო უბანთან - ოპოზიციას ოქმის დაწერის საშუალებას არ აძლევენ

რუსთავის 28-ე საარჩევნო უბანთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრი  ალუდა ღუდუშაური  და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილის თქმით, უბანთან თანხის გადაცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ხაბეიშვილის თქმით, მან პოლიციას მიმართა, თუმცა ოქმი არ შედგენილა. 

კანონის შესაბამისად, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის აღრიცხვა. კონკრეტული კანონდარღვევა მოხდა და ამას აღვრიცხავთ, რომ ადამიანების ნების შეცვლით უზრუნველყონ არჩევნების შედეგი, მე ვთხოვე საპატრულო პოლიციას რომ შეევსო ოქმი, ამ დრომდე ოქმს ვერ ავსებს, რადგან კონკრეტულ დავალებას ელოდება. 20 წუთია ველოდები ოქმის შევსებას, რომ დააფიქსიროს ის რაც ჩვენ ვნახეთ და გადავიღეთ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

უბანთან ასევე იმყოფებოდა ირაკლი ზარქუაც.

მსგავსი სიახლეები