მორიგი თავდასხმა მედიაზე - 29 საარჩევნო უბანზე "ოცნების" აგიტატორი "პირველების" ჟურნალისტს ხელით შეეხო
მორიგი თავდასხმა მედიაზე - ზემო ფონიჭალაში N 29 საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია მმართველი გუნდის აგიტატორის აგრესიის მსხვერპლი გახდა.
"ოცნების" მხარდამჭერი ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დამტვრევას შეეცადა და ჟურნალისტს ხელით შეეხო. თავდამსხმელის დაცვა მისმა მეგობარმა მამაკაცმა სცადა, რომელიც "პირველების" ჟურნალისტს გადაეღობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დააპირა.
ფაქტის შესახებ მირანდა ბაღათურიამ სამართალდანმცველებს აცნობა.