ამომრჩეველი ორი პირადობის მოწმობით - სახელმწოფო სერვისების სააგენტოს განმარტება

30.10.21 15:21
ამომრჩეველი ორი პირადობის მოწმობით - სახელმწოფო სერვისების სააგენტოს განმარტება

მოქალაქე ედუარდ მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემებითაა შეყვანილი - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქე ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს  ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური. თუმცა, იქვე განმარტეს, რომ გვარის შეცვლა მოხდა 14 სექტემბრის, ანუ ცესკო-სთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ, რის გამოც იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის,  თამარ კორძაიას, ინფორმაციით, ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე პირი ორი პირადობით მივიდა, სადაც ორი სხვადასხვა გვარი იყო მითითებული. 

მსგავსი სიახლეები