გლდანის საარჩევნო უბნიდან "დროა"-ს 2 დამკვირვებელი გააძევეს

30.10.21 15:40
გლდანის საარჩევნო უბნიდან "დროა"-ს 2 დამკვირვებელი გააძევეს

გლდანში 84-ე საარჩევნო უბნიდან  "დროას"  2 დამკვირვებელი გააძევეს. ერთ-ერთი გაძევებული დამკვირვებლის, კახაბერ ალადაშვილის, თქმით, მას პროვოკატორები პირადად კალაძემ მიუგზავნა. 

რომ იციან, რომ ამ უბანს ოპოზიცია იგებს, წინა არჩევნებიც 84 ხმით მოვიგეთ, შემომიგზავნა კალაძემ პირადად თავისი ზონდერ ბრიგადა, დამსდევენ კამერებით, რომ შარი მომდონ", - ამბობს ალადაშვილი. 

"დროას" წევრის, თამარ კაკაბაძის, ინფორმაციით, პროვოკაცია შაკო კუჭაშვილმა და ოთო რაჭველიშვილმა მოაწყვეს. უბანზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები