„ეს არის პიარული გადაწყვეტა“ - თორნიკე რაზმაძე მაღალი ფასების საქმის გამოძიებაზე
"პიარული გადაწყვეტა" - ასე აფასებს ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე კობახიძის მიერ დაანონსებულ გამოძიებას მაღალი ფასების საქმეზე. მისი შეფასებით, პრობლემის ძირი ბევრად უფრო კომპლექსურია და დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ მოლოდინებთან, მაღალ გადასახადებთან და "ოცნების" ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის გადატანის პრაქტიკასთან.
მაღალი ფასები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მთელი მოსახლეობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ კვლევებს ატარებენ ესენი ყოველთვიურად და როდესაც ამოვარდა ეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, იფიქრე, იფიქრეს, რა გავაკეთოთო და მიაგნეს, როგორც ხშირად აკეთებენ ხოლმე ამას, უბრალოდ, პიარულ გადაწყვეტას, რომ მოდი, ახლა ამაზე ვილაპარაკოთ, ვითომ ჩვენც აღვიქვამთ ამას რეალურ პრობლემად დ და დავაბრალოთ ყველაფერი ბიზნესსო. რეალურად, ეს პრობლემა არის გაცილებით უფრო კომპლექსური და უკავშირდება მათ შორის იმ ცდუ მოლოდინებს, რომელიც ქვეყანაშია და არასტაბილურობას და ეს ყოველთვის მოქმედებს ფასებზე. უკავშირდება არანორმალურად დიდ გადასახადებს, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას დაწესებული რიგითი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის. სუსი უნდა იყოს ყველაფერი, როგორც საბჭოთა კავშირში კაგებე იყო ყველაფერი და ყველა სფეროში საცეცები იყო ასე გაშლილი, სუსისგანაც რაღაც მსგავსს აკეთებენ. ეს პრობლემა მეტად და მეტად მწვავედ დგას და უკვე ადამიანები ძალიან ხშირად, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, ქუჩაშიც ამაზე ლაპარაკობენ, უნდათ, რომ ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად მოიშორონ და ვიღაცის პასუხისმგებლობა იყოს. აი, როგორც ევროკავშირში რომ ვერ ვწევრიანდებით დასავლეთის პასუხისმგებლობაა, არეული სიტუცია ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ანუ, რაც ცუდი ხდება, ყველაფერშ ხომ სხვისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ეგ გაზრდილი ფასებიც, მოდი, რა ჩვენი ბრალიაო, - ამბობს თორნიკე რაზმაძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.