,,ოცნება" გამარჯვებისთვის წინასწარ ემზადება, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ სცენის მონტაჟი დასრულებულია
,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საზეიმო სცენა მოეწყო, მმართველი პარტია გამარჯვებისთვის უკვე ემზადება -როსტომ მეფის სასახლესთან ეკრანის, ხმის აპარატურის მონტაჟი უკვე დასრულებულია.
სავარაუდოდ, საღამოს 8 საათისთვის მოქმედება იგივე სცენარით განვითარდება, რაც საზოგადოებან 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე, იხილა. მმართველი პარტიის ლიდერები ოფისში არჩევნების წინასწარ შედეგებს მოიმენენ და შემდეგ საზეიმო ღონისძიებაც დაიწყება. ამის საფუძველს იძლევა კახი კალაძის ბრიფინგი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა. ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
საქართველოში დღეს განხორციელებული არჩევნების პროცესის დარღვევების ფონზე ,,ქართული ოცნების" მთავარ ოფისში იმართება ბრიფინგები, სადაც მმართველი პარტია პარალელურ რეალობას სთავაზობს საზოგადოებას.
,,ოცნების" ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი 20-ვე მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და თუ სადმე დარღვევას ხედავს მაყურებელი, ეს ოპოზიციური ჟურნალისტების მიერ განხორცილელებული პროვოკაციული ქმედებითაა გამოწვეული.
მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სცენის მონტაჟი ბუნებრივია, რადგფან ისინი თავიანთ გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.