რატომ დარდობთ ბიძინა ივანიშვილის შემოსავალზე? - ნინო წილოსანი ჟურნალისტს

30.12.25 18:31
რატომ დარდობთ ბიძინა ივანიშვილის შემოსავალზე? - ნინო წილოსანი ჟურნალისტს

 

 

ბიძინა ივანიშვილის ქონების შემცირებას მისი ფინანსების “დაშანტაჟების“ შედეგს უწოდებენ “ოცნების“ გუნდში.

ნინო წილოსანის მტკიცებით, თავად ივანიშვილისთვის ფინანსური მდგომარეობა მეორეხარისხოვანია და ამაზე სადარდებელი არაა.

“ოცნების“ დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ “ეს ყველაფერი ფორმალური თუ არაფორმალური სანქციების ბრალია, რადგან მისი ძირითადი საბრუნავი თანხები გაყინულია.“

არ ვიცი, რატომ დარდობთ ბიძინა ივანიშვილის შემოსავალზე და ზოგადად მის ფინანსებზე. თავად მას აქვს გაცხადებული, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მეორეხარისხოვანია, ქვეყნის ინტერესებთან შედარებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, რომ არ გამოვრიცხავთ, მასზე აქამდეც ნადირობა მიდიოდა, იმ კუთხით, რომ რაღაცნაირდ მისი ფინანსები დაეშანტაჟებინათ. ჩვენ ვიცით, რომ მას როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სანქციები აქვს, მისი ძირითადი საბრუნავი თანხები გაყინულია, თანაც უსამართლოდ, ამას არაერთი სასამართლო პროცესი ადასტურებს, ამიტომ, შესაძლოა, ეს ყველაფერი იყოს ამის შედეგი, შესაძლოა არ იყოს, - ამბობს წილოსანი.