ივანიშვილის განსაცდელი - "ოცნების" ლიდერი მილიარდებს კარგავს
ბლუმბერგის ტერმინალის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.
მონაცემების თანახმად, 2024 წლის დეკემბერში მისი ქონება დაახლოებით 7,6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ამჟამად დაახლოებით 3,6 მილიარდს შეადგენს.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა და ის ვეღარ ინარჩუნებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგებში.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული კლება შეიძლება, უკავშირდებოდეს საერთაშორისო სანქციებს და აქტივების გაყინვას. ეკონომისტებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ დაკარგული მილიარდების ფონზე, ივანიშვილი ფულის ამოღებას მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან ცდილობს, რადგან ფიქრობს, რომ სხვების მოპარულიდან წილი მასაც ეკუთვნის.
პარალელურად, ივანიშვილმა გასული წლის ბოლოს დაიწყო ქონების გადატანა საქართველოში და ოჯახის წევრებზე გადაფორმება - პროცესს სპეციალისტები შესაძლო აქტივების დაცვის მცდელობად აფასებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.