კორუფციის სკანდალი - იქნება თუ არა შემდეგი დაკავებული ირაკლი ქარსელაძე

30.12.25 20:16
კორუფციის სკანდალი - იქნება თუ არა შემდეგი დაკავებული ირაკლი ქარსელაძე

"ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია, ახალ წელს ციხის ნაცვლად სახლში შეხვდება.
პროკურატურამ იგი 500 000 ლარის გირაოს და დამატებითი ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავდაპირველად პროკურატურამ განაცხადა, რომ მის გათავისუფლებას წინააღმდეგობა არ ჰქონდა, ხოლო საბოლოოდ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და მაღალჩინოსანი სასამართლო პროცესიდან პირდაპირ სახლში გაუშვა.

კობა გაბუნიას გათავისუფლების სანაცვლოდ საქმეში მისი ახალი ჩვენება გაჩნდა - მან დეტალურად ისაუბრა, როგორ ხდებოდა სკოლებისა და ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვა, და დაასახელა კონკრეტული პირები.

დადო თუ არა მან ხელი ყოფილ ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს - ადვოკატის თქმით, არა, თუმცა ირკვევა, რომ გამოძიება აქტიურად ინტერესდება ქარსელაძით და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე სვამს კითხვებს.

ირაკლი ქარსელაძე უკვე რამდენიმე თვეა სუს-ის ინტერესის სფეროშია:
მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დაკითხულები არიან მისი გუნდის წევრები, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლო კორუფციის საქმეზე პირადად მასზე აღარ დაუსვამთ კითხვები.

სკოლებისა და ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე, გაბუნიას გარდა, დაკავებული იყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი თანამშრომლები, თუმცა ისინი ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.