ხაბეიშვილი პროკურატურას პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს - სასამართლო პროცესის დეტალები
ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებული ლიდერი გაოგნებას დღეს განსასჯელის სკამიდან ვერ მალავდა, რადგან 4 თვიანი პატიმრობის მიუხედავად, მის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას არცერთი მტკიცებულება არ გამოუკვლევია.
დაპატიმრებულ პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის საქმეზე გამამტყუნებელ ვერდიქტს ვერ გამოიტანს, თუმცა აინტერესებს, პოლიტიკური განცხადების გაკეთება "ოცნების" სამართლებრივ სტანდარტებში დასჯადი გახდება თუ არა.
სწრაფი მართლმსაჯულების მოტივით ხაბეიშვილმა და მისმა ადვოკატმა დღეს უდავო გაუხადა მტკიცებულებების დიდი ნაწილი პროკურატურას. დაცვის მხარე ახლა მხოლოდ 3 სპეცრაზმელის გამოკითხვას ითხოვს. იმ სპეცრაზმელების, რომლებმაც ხაბეიშვილის პოლიტიკური დაპირება მოისმინეს და თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.