„ოცნება“ ახალი სანქციების მოლოდინში - ვინ მოხვდება ბრიუსელის შავ სიაში
დღეიდან, ნებისმიერ წუთს, შესაძლოა, "ოცნების" ნებისმიერმა ჩინოვნიკმა გაიგოს, რომ ოფიციალურად ევროკავშირის მიერ არიან დასანქცირებული. ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმები, რაც ევროკომისიას მოქმედების უდიდეს არეალს აძლევს, დაასანქციროს ყველა, ვინც პასუხისმგებელია და ევროკავშირში უვიზოდ შესვლა აუკრძალოს.
ევროკომისიის სანქციების სია დიდი იქნება. თუ აქამდე ევროკაშირის წევრი ქვეყნების მიერ 200-მდე ჩინოვნიკიი იყო დასანქცირებული, ახლა ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნება. ევროკომისიაა დაახლოებით 2000 კაციან სიას ამზადებს, სადაც მოხვდება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მხილებული პოლიციელები, შსს მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი და მათი ოჯახის წევრები.
ევროკომისიის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმების დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მთავარი საფუძველია. ეს მუხლი პირდაპირ ეხება "ქართული ოცნების" რეჟიმს, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდი იქნება პირველი, ვის წინააღმდეგაც ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.