კორუფციის აღიარების წელი - როგორ შეაჯამა 2025 კობახიძემ

30.12.25 21:58
კორუფციის აღიარების წელი - როგორ შეაჯამა 2025 კობახიძემ

“ოცნების“ ლიდერი კორუფციასთან ბრძოლით ამაყობს და ამბობს, “ამ მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი“.

კობახიძის თქმით, “ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ახლა მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.“

“ოცნების“ პრემიერი პირობას დებს, რომ ამ საკითხს ყურადღებას მომავალშიც არ მოაკლებს.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ საკითხს მომავალშიც. 

კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, -  განაცხადა კობახიძემ.